ქუთაისის მერია ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების მიერ წლის
შემაჯამებელი ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად ელექტრონულ
ტენდერს აცხადებს.
6 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაში, წინადადების მიღება
მიმდინარე წლის (SPA160028836) 8 დეკემბერს იწყება და ის ხუთი დღის
განმავლობაში გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიება 200 პირისთვის
განკუთვნილ საკონფერენციო დარბაზში უნდა გაიმართოს, რომელიც აღჭურვილი
იქნება მობილური და დასადგამი მიკროფონით, პროექტორით, პროექტორის
დაფითა და ხმის გამაძლიერებელი აპარატურით.
ასევე მითითებულია, რომ საკონფერენციო დარბაზში სკამების რაოდენობა არ
უნდა ჰქმნიდეს სივიწროვესა და გადაადგილების პრობლემას.
ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარე
წლის 27 დეკემბერს გაიმართება.
მისი დაწყების დროსა და სტუმრების მოწვევას ქუთაისის მერია
უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები