ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული
თეატრის სცენის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია.
ქალაქის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამუშაოებს შპს
"ვერნიცკი & კომპანი" აწარმოებს.
დრამატული თეატრის სცენის რეაბილიტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით
მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება სცენა და დამონტაჟდება მისი
მბრუნავი კონსტრუქციის ახალი საყრდენი მექანიზმი. ასევე, განახლდება
ტექნიკური აღჭურვილობაც, მათ შორის, გახმოვანების აპარატურა.
სამუშაოებში მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივები სცენის
დეკორატორები და მხატვრებიც არიან ჩართული.
ჭიათურის სახელმწიფო თეატრის სცენას რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული
წელია არ ჩატარებია.
აღდგენითი სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები