ქუთაისის მერია 83 უპატრონო მიცვალებულისა და რეგისტრირებული დევნილის
დაკრძალვისთვის ტენდერს აცხადებს.
სარიტულო მომსახურების ჩატარებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
25 000 ლარის ღირებულების ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის 25
ნოემბერს გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისში
უპატრონო მიცვალებულისა და რეგისტრირებული დევნილის სარიტუალო
მომსახურება 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა
უზრუნველყოს.
ასევე, უნდა დაამზადოს სასახლის ყუთი, გაჭრას-ამოავსოს სამარე,
უზრუნველყოს კატაფალკით მომსახურება, საფლავის საიდენტიფიკაციო
კოორდინატის დადგენა და მასზე საიდენტიფიკაციო ფირფიტის დაყენება.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება 2016 წლის
29 ნოემბერიდან 1 დეკემბრამდე შეუძლიათ.
ქუთაისში სასაფლოების მოვლა-პარტრონობას პასუხისმგებლობას მერიის
დაქვემდებარებაში მყოფი შპს "ქართული ტრადიციები 2011" უწევს.
უწყების ინფორმაციით, გასულ წელს ქალაქში 82 უპატრონო მიცვალებული
დაკრძალეს.
ამ დროისთვის კი ქუთაისში სულ 13 სასაფლაოა.
მასალის გამოყენების პირობები