ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გაუმჯობესებულია.
ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოში განმარტავენ, რომ პაციენტს მომავალ
კვირაში გაწერენ. ამ დროისთვის კი პალატაში არის გადაყვანილი.
"ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ის უკვე მოხსნეს აპარტიდან
და განყოფილებაში გადაიყვანეს. პაციენტი გადარჩა. მას მომავალ კვირას
გავწერთ", - განმარტავენ საავადმყოფოში.
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს შუახნის ასაკის ქალს, თამარ მეფის ქუჩაზე
მდებარე მშენებარე ტაძრიდან, სტიქიის შედეგად ჩამოვარდნილი ფიცარი
დაეცა. ის ამ დრომდე
აპარატზე იყო შეერთებული.
მასალის გამოყენების პირობები