ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ერთ კვირაში დასრულდება
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ადგილზე დასაქმებულები საუბრობენ.
"ხუთშაბათამდე მთლიანად დაიგება გზა ასათიანის ქუჩაზე და
გადაადგილების პრობლემა აღარ იქნება," - ამბობს სარეაბილიტაციო
სამუშაოებზე დასაქმებული ჭოლა ჩიხლაძე.
მისივე თქმით, გზის მოწყობაზე ღამის საათებშიც მუშაობენ, რადგან
სამუშაოები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან ე.წ.
"სამკერვალოს" ბინებამდე გზის მონაკვეთი დაგებულია.
ლადო ასათიანის ქუჩაზე გზის რებილიტაციის სამუშაოებს კომპანია "SMK"
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები