საქართველოს განათლების მინისტრობის კანდიდატის განმარტებით,
მთავრობა, მომავალი წლისთვის, იმ საჯარო სკოლების განვითარებაზე
მუშაობს, სადაც მოსწავლეთა მცირე კონტინგენტია.
მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ასეთი
სკოლების განვითარების პროგრამას სამინისტრო 2017 წელს
წარმოადგენს.
"ამ სკოლების განვითარებისთვის საჭიროა კვალიფიციური პედაგოგები. იმ
სკოლის მოსაწვლეებსაც უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი განათლების მიღების
შესაძლებლობა, სადაც 4 და 5 ბავშვი არის", - განმარტა პარლამენტის
სხდომაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს
დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები