ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ქუთასის საკალათბურთო გუნდ
"ქუთაისსა" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის
დაპირისპირება მოხდა.
სიტუაციის განმუხტვა საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად გახდა
შესაძლებელი.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
"დილიდან იკრიბებოდნენ საკალათბურთო გუნდების გულშემატკივრები. იყო
სიტყვიერი დაპირისპირება, ვიდრე ფიზიკურად დაუპირისპირდებოდნენ.
ადგილზე მოვიდა პატრული," – ამბობს თვითმხილველი.
მისი ინფორმაციით, გამსახურდიას ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟები.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით,
ქუთაისში სუპერლიგის თამაშის ჩაშლის მიზეზი გახდა მაყურებელთა მიერ
პარკეტზე მკვრივი საგნების - სანთებელებისა და სითხით სავსე
პოლიეთილენის ბოთლების სროლა.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო
დეპარტამენტი და სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.
26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო მეშვიდე ტურის ცენტრალურ
შეხვედრაში ერთმანეთს მეორე ადგილზე მყოფი "ქუთაისი" და ერთპიროვნული
ლიდერი "დინამო" ხვდებოდნენ. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთითა
და 58 წმ-ით ადრე, მაშინ, როცა ანგარიში იყო 68:56 სტუმართა
სასარგებლოდ, მატჩი ჩაიშალა.
მასალის გამოყენების პირობები