ხონში, ოკაცეს კანიონსა და კინჩხას
ჩანჩქერზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
მოწესრიგდა კინჩხას ჩანჩქერამდე მისასვლელი 1 500 მეტრი გზის საფარი,
ასევე, მოეწყო გზის გვერდითი ნაწილები, დამონტაჟდა სკამები,
საინფორმაციო დაფები და სანაგვე ურნები. მდინარე ოკაცეზე აშენდა ხიდი
და მოეწყო ავტოსადგომი.
გზაზე მოსასვენებელი სკამების, საინფორმაციო სახის ბანერების და
ნაგვის ურნების დამონტაჟება არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონალური
ინიციატივების ცენტრმა", პროექტის "სუფთა გარემო ჩვენი მომავლისთვის"
ფარგლებში განახორციელა. პროექტის მიზანი ბუნებრივი ღირსშესანიშნავი
ადგილების შეფასება და ტურისტულ რუკაზე დატანა იყო.
ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე
სულ 1 411 000 ლარი დაიხარჯა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრიდან
გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები