ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "მედიქალ სიტის" 25 წლის ვადით მიწის ნაკვეთი გადასცა
FaceBook
ქუთაისის მერიამ შპს "მულტიპროფილურ ჰოსპიტალ მედიქალ-სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრს", რომელიც ფოთის ქუჩაზე მდებარეობს, მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი იჯარით მისცა.

სამედიცინო დაწესებულებისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას მიმდინარე წლის 25 ნოემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი.

"მედიქალ სითის" ფოთის ქუჩა #13-ში მდებარე 1150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 25 წლიანი სარგებლობის ვადით, ავტოსადგომის მოწყობის მიზნით გადაეცა. სანაცვლოდ, სამედიცინო დაწესებულებამ ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარი უნდა შეიტანოს.

საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის, გია გრძელიძის მომართვის საფუძველზე მიიღეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მოიწონა საკრებულოს დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ. მან განმარტა, რომ "მედიქალსიტის" ტერიტორია, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს, თავის დროზე უკანონოდ გადაეცა და წლების შემდეგ კლინიკისთვის ტერიტორიის იჯარით გაცემა ისევ არ უნდა მომხდარიყო.

"რა შუაშია 15 წლის წინ რა როგორ გადაეცა. თვითმმართველობას აქვს ქონებები, რომელსაც ან ყიდის, ან აქირავებს. ამ შემთხვევაში, კარგი საქმე გავაკეთეთ, რადგან გავაიჯარეთ და ამით ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა შემოვა", - განმარტა ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.