ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ პოსი
დატოვა.
თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მან ადგილობრივ თვითმმართველობას
წერილობით მიმდინარე წლის 24 ნოემბერს მიმართა. ასევე, თანამდებობა
დატოვა, მისმა მოადგილემ გელა მშვილდაძემაც, რომელიც გამგებლის
მოვალეობას ასრულებდა.
ქუთაისიპოსტთან საუბარში ირაკლი გეგეშიძე განმარტავს, რომ ეს
გადაწყვეტილება
იმის გამო მიიღო, არ სურს უხერხულად იგრძნოს თავი
მის წინააღმდეგ სასამართლოში დაწყებული დავის გამო.
"სასამართლო სხდომაზეც განვაცხადე, რომ უნდა გადავდგე თანამდებობიდან.
ძალიან მძიმე მუხლები და ბრალდება მაქვს წაყენებული და ეს ერთ და ორ
თვეში არ დამთავრება. ვფიქრობ, სასამართლო პროცესი დიდხანს
გაგრძელდება და ამ პერიოდში ვერ შეძლებ ადამიანი, უბრალოდ, მორალურად
სხვას უბრძანო, უხელმძღვნელო, მოთხოვო, რაღაც ჩრდილის ქვეშ ხარ
მაინც", - განაცხადა ირაკლი გეგეშიძემ.
მას ბაღდათის გამგებლის პოსტი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების შედეგად ერგო. გეგეშიძე მანამდე საჯარო სტრუქტურაში არ
მუშაობდა და მხოლოდ ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.
ბაღდათის ყოფილი გამგებელი მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავეს. მას
სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის
სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ამავე თემაზე:
ბაღდათი-საკრაულას
გზა ციხისკენ (ვიდეო)
ბაღდათში
ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის
გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა
ბაღდათის გამგებლის
მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს
ბაღდათის
გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე
აღიდგინა
ბაღდათის ყოფილი გამგებელი 230 000 ლარის სანაცვლოდ
გათავისუფლდა
მასალის გამოყენების პირობები