წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის სპეციალობის
სტუდენტთა კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიებაზე მათი საველე პრაქტიკების შეაჯამეს.
სასწავლებლის გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებმა საქართველოს
გეორაფიული კუთხეების კლიმატური, ნიადაგური, მცენარეული საფარის და
ტურისტული რესურსების შესახებ საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს.
თამარ წურწუმია ერთ-ერთია, ვინც საკუთარი ნაშრომი კონფერენციაზე
წარადგინა. მისი აზრით, მსგავსი საველე პრაქტიკების მოწყობა
გეორგაფიის სპეციალობის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია.
"თეორიული ცოდნის პრაქტიკული განხორციელება ხდება. მე მოვიარე
ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველო და 8 დღის განმავლობაში, ჩემს
კურსელებთან ერთად, შევისწავლე ფშავშ-ხევსურეთისა და კახეთის
ისტორიული, ტურისტული თუ კლიმატური თავისებურებები. სწორედ, ამ
გამოცდილების შესახებ წარმოვადგინე მოხსენება, ვისაუბრე ხევის
ისტორიაზე," - განაცხადა თამარ წურწუმიამ.
წერეთლის უნივერსიტეტის გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებისთვის
საველე პრაქტიკები ყოველწლიურად იმართება.
"ტრადიციულ საველე პრაქტიკას მეორე და მესამე კურსის სტუდენტები
ყოველწლიურად ახორციელებენ იმისთვის, რომ წარმოადგინონ სხვადასხვა
კუთხის გეოგრაფიული კვლევები," - განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის
გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ციცინო დავითულიანმა.
კონფერენცია ერთდღიანია და მასში 10 მომხსენებელი მიიღებს
მონაწილებას.
მასალის გამოყენების პირობები