ქუთაისის "ტორპედომ" მარტვილის "მერანი" ანგარშით 2:1 დაამარცხა და
დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში გოლები "ტორპედოდან" გიორგი გურულმა და ბექა
ტუღუშმა გაიტანეს, ხოლო "მერანის" ფეხბურთელმა ნიკოლოზ საბანაძემ ერთი
ქულით უპირატესობა მეორე ტაიმში შეამცირა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი ზესტაფონის
დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
თასის მოგებით "ტორპედომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის
უფლებაც მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები