ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "რეგიონული განვითარების
რესურცენტრმა" წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს
სერტიფიკატები გადასცა.
ისინი იმ სტუდენტებს გადაეცათ, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისიდან
აგვისტოს თვეში საზაფხულო ბანაკში მონაწილეოდნენ.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
ერთად, ბანაკში თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებიც ჩაერთვნენ.
საზაფხულო ბანაკის პროექტი სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვისაა
გათვალისწინებული. თუმცა, ლიდერი მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა
უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.
მოხალისე ახალგაზრდები ბანაკისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ
"ჟურნალისტები რეგიონის განვითარებისთვის" შეარჩია, რომელიც პროექტის
პარტნიორია.
"მოხალისეთა ინსტიტუტი საქართველოში უკვე ფეხს იკიდებს. ამას ძალიან
მივესალმებით. ჩვენი ორგანიზაცია ამ სფეროში სერიოზული წვლილის
შეტანას აპირებს და ეს თანამშრომლობაც ამის დასტურია", –ამბობს
პროექტის პარტნიორი და "ჟურნალისტები რეგიონის განვითარებისთვის"
თავმჯდომარე, ნანა შენგელია.
შეხვედრაზე, ასევე, იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს,
რომელიც ბანაკის მიმდინარეობისას გამოიკვეთა.
"3 000–მა ახალგზარდამ მიიღო მონაწილეობა ბანაკში. ლიდერი მონაწილები,
რომლებიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტები გახლდნენ, არაჩვეულებრივად გაართვეს თავი თავინთ
პასუხისმგებლობას და აქტიურად იმუშავეს", – ამბობს "რეგიონული
განვითარების რესურცენტრის" დირექტორი, სოფო კირთაძე.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი თბილისის მერია გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები