წყალტუბოში, თბილისის ქუჩაზე მდებარე #3 მრავალსართულიან კორპუსს
ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.
ასევე, სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში საყულიასა და
ოფშკვითში 280 სათბური დაზიანდა.
სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში კი, უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი
შეწყვეტილია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგების
დამთვლელი შესაბამისი კომისია შექმნილია.
ძლიერი ქარის შედეგად, პრობლემები იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში
შეიქმნა.
სამტრედიაში ძლიერმა ქარმა მრავალსართულიან კორპუსებს გადახადა
სახურავები, ასევე, ერთი ბაღის შენობის სახურავი არის ნაწილობრივ
დაზიანებული და მოთხრილია ხეები.
თერჯოლაში ყოფილი რიტუალების სახლს სახურავი დაზიანდა, ხოლო ბაღდათის
რაიონის სოფელ ვარციხეში, ცენტრალურ გზაზე ხე წაიქცა. დაზიანებულია 10
სათბური, სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში, აღმოსავლეთის
მიმართულების,
30მ/წმ–ის სიჩქარის ქარი ფიქსირდება.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი მიმდინარე წლის 23
ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება, ხოლო 24 ნოემბრიდან ჰაერის
ტემპერატურა მოიმატებს და +9 – + 14° იქნება.
მასალის გამოყენების პირობები