ქუთაისში ძლიერმა
ქარმა, საბავშვო ბაღების მსგავსად, პრობლემები საჯარო
სკოლებსაც შეუქმნა.
ქალაქში არსებული 38 საჯარო სკოლიდან ამ დროისთვის ელექტროენერგია
შვიდ სკოლაში (#6; #22; #23; #26; #7,#8) არ არის. უდენობის გამო,
სკოლებში ცენტრალური გათბობა არ მუშაობს.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი
ვაშაკიძის განცხადებით, უამინდობის გამო სასწავლო პროცესი 5 წუთით
შეამცირეს.
"არამგონია სასწავლო პროცესი გადავდოთ. არ არის ისეთი სიცივე, რომ
სასწავლო პროცესი გადავდოთ. გაკვეთილების პერიოდის შემცირება 5 წუთზე
მეტი დროით არ შეგვიძლია," - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, ძლიერი ქარის გამო იმერეთში
ავარიულად
40 ფიდერი გაითიშა.
ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი
სახლებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
გადაუდებელი დახმარების
ცენტრის 112–ის ინფორმაცით, მიმდინარე წლის 20 ნოემბრის ღამის
საათებიდან ამ დრომდე იმერეთის რეგიონიდან 150, ქუთაისიდან კი 70
შეტყობინება შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები