ქუთაისის მერიამ, ძლიერი ქარის გამო, ქალაქში შექმნილ
პრობლემებზე, დროული რეაგირების მიზნით, ცხელი ხაზი აამოქმედდა.
მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ ადგილობირვ
თვითმმართველობას ცხელი ხაზის საშუალებით ნომერზე 24 26 51
დაუკავშირდნენ.
ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დაზიანებული ინფრასტრქტურა ქუთაისის
მერმა შოთა მურღულიამ მოინახულა.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ,
ზარალის დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც
მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ მოსახლეობას
ქუთაისის მერია შესაბამისად დაეხმარება.
ქუთაისში, ძლიერმა ქარმა მელიქიშვილის ქუჩაზე
საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, თამარ
მეფის ქუჩაზე კი ტაძრის ხარაჩოდან ჩამოვარდნილმა ფიცარმა
ქალს თავის არეში დაზიანებები მიაყენა.
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში
ქუთაისისდან 70 შეტყობინება შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები