ძლიერი ქარის გამო, ქუთაისში საბავშო ბაღის 37 ფილილიადან სკოლამდელი
აღზრდის სამ დაწესებულებას ელექტრონერგია არ მიეწოდება.
ენერგომომარეგება ამ დროისთვის #30-ე, #32-ე და #24-ე საბავშო
ბაგა-ბაღის ფილიალებს არ აქვთ, რის გამოც გამორთულია გათბობაც.
"იმის გამო, რომ გათბობა არ არის, ზოგიერთმა მშობელმა წაიყვანა
ბავშვი. შეშის ღუმელს ფიზიკურად ვერ დავანთებდით, რადგან არ გვაქვს.
გვეუბნებიან, რომ დენი მალე მოვა და წუთიწუთზე ველოდებით", -
განმარტავენ ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. ასევე, იმასაც
ამბობენ, რომ
უამინდობამ ელექტროენერგიის გათიშვის გარდა, წყლის პრობლემებიც
შექმნა.
როგორც ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, დღის
ბოლოს გაირკვევა, ძლიერი ქარის გამო, გადაიდება თუ არა სასწავლო
პროცესი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
ძლიერი ქარის გამო იმერეთში ავარიულად 40 ფიდერი
გაითიშა. ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი
სახლებიც.
მასალის გამოყენების პირობები