ქუთაისში შემოდგომის ფესტივალი გაიმართება. რომელსაც ორგანიზებას
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი გაუწევს.
აღნიშნულ ცენტრს ეს ვალდებელება ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ
ელექტრონულ
ტენდერის გზით დაევალა.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ღონისძიებები მონ პლეზირის თაღის
მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
ხალხური სანახაობები და ქალაქური რომანსები, თათარას მოდუღება და
ჩურჩხელის ამოვლება,
ღვინის დეგუსტაცია, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი
აქსესუარების, თექისა და ბატიკის ნაკეთობათა გამოფენა -გაყიდვა -
ფესტივალი ყველა ამ აქტივობას წარმოადგენს.
ახალგაზრდული ცენტრი ამ ღონისძიებების ორგანიზების სანაცვლოდ, 8 500
ლარს მიიღებს.
"შეომოდგომის ფესტივალი" 23 ნოემბერს, 13:00 საათიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები