ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლოდ 800 ცალ გოზინაყს დაამზადებს
FaceBook
ქუთაისის მერია 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 800 ცალი გოზინაყის დამზადებაზე ტენდერს აცხადებს.
შემსყიდველმა საახალწლო ტკბილეულის მიწოდება საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს. 

გარდა ამისა, ქუთაისის მერია  საახალწლოდ რამდენიმე ღონისძიების ორგანიზებას გეგმავს. მათ შორის,  10 წუთიან ცეცხლოვან შოუს, კოსტუმირებულ და თოჯინურ  წარმოდგენას ბავშვებისთვის, ოჩოფეხებისა და მედოლეების შოუს და ფაეტონით გასეირნებას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 17 000  ლარს გადაიხდის. 

მერიას უკვე გამოცხადებული აქვს 79  700 ლარიანი ტენდერი საახალწლო მორთულობების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის.

საახალწლო აქსესუარების შეძენისთვის  გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვა კი უკვე დასრულდა. 

47 777 ლარის ღირებუოების, 145  სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფუნქციის მანათობელ აქსესუარს, ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებული ინდ.მეწარმე კობა ჯღარკავა შეისყიდის.

ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში, 2016 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 15 იანვრამდე საახალწლოდ "საბავშვო ქალაქი" მოეწყობა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.