ქუთაისში "ცისფერყანწელთა" ორდენის შექმნიდან
100 წლის იუბილე აღინიშნება.
იუბილეს ფარგლებში "ცისფერყანწელთა" წარმომადგენლებისა და
დამფუძნებლების, პაოლო იაშვილისა და კოლაუ ნადირაძის სახლების გარე
ფასადებზე მემორიალური დაფები გახსნეს.
ცერემონიალს, მხარის პირველ პირებთან ერთად, პოეტების შთამომავლებიც
ესწრებოდნენ.
მერაბ მჟავანაძემ და მერაბ ნადირაძემ, რომლებიც პოეტების შვილიშვილები
გახლავთ, ბარელიეფის საზეიმო გახსნაში უშუალოდ მიიღეს
მონაწილეობა.
მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ "ცისფერყანწელთა" დამფუძნებლების
მინიატურული ფიგურები წარმოადგინა. საჭირო დაფინანსების შემთხვევაში,
შესაძლოა, პოეტების ძეგლებიც დამზადდეს.
საიუბილეო ღონისძიება ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები