ქუთაისში, "თიბისი არტ გალერეაში", "მრავალფეროვნების სკოლის"
მონაწილეების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული
სოციალური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
თემები მონაწილებმა რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე შეარჩეს.
"ეს პროგრამა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩასართავად და
რეგიონებში პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად. პრობლემებს აწყდებიან
მოქალაქეები ახალქალაქში, ახალციხეში, ბოლნისში, თელავში,
თეთრიწყაროში, გორში, მარტვილში, სენაკში, ქუთაისსა და ბათუმში", –
ამბობს "მრავალფეროვნების სკოლის" პროგრამის კოორდინატორი, თამარ
ძაგანია–ბარამიძე.
პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, 18–დან 24 წლამდე
ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც თემაზე ჯგუფურად
მუშაობდნენ.
"ჩვენი პროექტი "ცვლილება იწყება შენით" მარნეულის თემში
განხორციელდა. სხვადასხვა სახის ტრენინგები ჩავუტარეთ თანატოლებს და
გავუზიარეთ ერთმანეთს ინფორმაცია", – ამბობს მადონა არათანაშვილი.
"მრავალფეროვნების სკოლა" საგანმანათლებლო, აქტიური მოქალაქეობის
პროგრამაა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.
ფორუმის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ირის ჯგუფი –
მრავალფეროვნების მართვა".
მასალის გამოყენების პირობები