ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ამ დროისთვის არ იციან, სად
განთავსდება მათი
ბიუროები, ისევე, როგორც ინფორმაცია არ აქვთ დაფინანსებაზე.
მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ
აქვს შერჩეული ბიუროს მდებარეობა, თუმცა, იცის, რომ მაჟორიტარის
ბიუროში მის მხარდამჭერებს დაასაქმებს.
"ვიფიქრებ იმაზე, რომ ჩემი გუნდის წევრები, რომლებიც მეხმარებოდნენ
არჩევნების დროს, შეადგენენ ამ ბიუროს და მოსახლეობის სურვილებს
განვახორციელებ," – აღნიშნავს გენადი მარგველაშვილი.
"რაც მთავარია, ქუთაისში ვიქნებით," – აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარი,
დიმიტრი მხეიძემ.
დეპუტატი განმარტავს, რომ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში
სამივე მაჟორიტარის ბიუროს განთავსება არ მოხდება.
ქალაქის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის
განცხადებით კი, ის განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ დააყენებს, თუმცა
სურვილი აქვს, ოფისი მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარეობდეს.
"საკმაოდ დიდი ოქლია და ისეთ ადგილზე უნდა იყოს, სადაც მოსახლეობას
მარტივად შეეძლება მოსვლა," – ამბობს კობა ნარჩემაშვილი.
ქუთაისს მე-9 მოწვევის პარლამენტში ერთის ნაცვლად სამი მაჟორიტარი
ყავს. ამ დრომდე მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო მერიის ადმინისტრაციულ
შენობაში იყო განთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები