ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა გაიმართა.
გამოფენას ორგანიზება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა
პანსიონმა „თამარისმა“ გაუკეთა. წარმოდგენილი იყო ქართული რეწვის
ოსტატთა ნამუშევბი. წინდები , ჩანთები, ოქრიომკედით ნაქარგი სამოსები,
სხვადასხვა აქსესუარები და სხვა.
გამოფენის ორგანიზატორების ინფორამციით გამოფენა მონაზონ თამარის
(ეთერ უროტაძე) ხსოვნას ეძღვნება, რომელსაც უკავშირდება ხალხური
რეწვის სხვადახავ ტრადიციების აღორძინება.
"დედა თამარს ოქრომკედით ქარგვის ხელოვნების აღორძინებაში დიდი როლი
მიუღძვის. ეს ტრადიცია მივიწყებული იყო და მან ორსაუკუნოვანი პაუზის
შემდეგ ახალი სიცოცხლე მისცა. იგი ბოლო წუთამდე ქმნიდა და ყავდა
უარავი მოწაფე", - აღნიშნა ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა
ხელოვნებათმცოდნე იზოლდა მელიქიშვილმა.
მსგავსი გამოფენები გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ ქალაქში,
თუმცა იმერეთში პირველად მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები