ახალი ამბები
გენადი მარგველაშვილი პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

მისი კანდიდატურა, ასევე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე განიხილება.

გენადი მარგველაშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ის საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებს, განათლებაა.

"ჩემს წარმატებულ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ არიან, დავაბრუნებ და მივცემ საკმარის მოტივაციას იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოს ემსახურონ," – ამბობს გენადი მარგველაშვილი.

დეპუტატი ამ მიზნით სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებისა და ოლიმპიადების მოწყობას გეგმავს.

მარგველაშვილის განცხადებით, ის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.