საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაზე პრეზიდენტმა
გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად განათლება
დაასახელა.
მან 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.
"თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირება
შეასრულოთ. გთავაზობთ ყველამ ერთად გამოწვევები ვაქციოთ
შესაძლებლობებად. აქტიური და თამამი ნაბიჯების დროა, რომელიც ქვეყნის
უკეთეს მომავალს განსაზღვრავს," – განაცხადა პრეზიდენტმა.
მე–9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას პრემიერ–მინისტრი,
კათალიკოს პატრიარქი, მღვდელმთავრები, მთავრობის წევრები,
საერთაშორისო მისიების დამკვირვებლები და 141 დეპუტატი ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები