ქუთაისში პროექტის "ასფალტის ქალები" პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში გამოშვებული ბროშურა წარმოადგინეს,
რომელშიც ათი ქალის ისტორია შევიდა.
ათი ყოფითი დრამა, რომლის მონაწილენი, როგორც სოციალურად დაუცველები
და შეღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები, ისე სხვადასხვა
უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებებისა და განათლებისათვის"
ახორციელებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი იმერეთის
მასშტაბით 37 ათასს აჭარბებს. მათ შორის, უსახლკარო ოჯახების
რაოდენობა, მხოლოდ ქუთაისში ასობითაა.
"ჩვენი პროექტი ვერ მოიცავს ამ მაშტაბებს და ის, რა თქმა უნდა, ზღვაში
წვეთია, თუმცა ამით ვიწყებთ და ამ საქმაინობას შემდგომი გაგრძელება
ექნება", - აღნიშნა პროექტის დირექტორმა, ქეთევან ბერძენიშვილმა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ადვოკატირებას უწევენ ათივე ადამიანს და
ცდილობენ მათი პრობლემის შემსუბუქებას, რიგ შემთხვევაში მათ
მოგვარებასაც. პროექტში ჩართული იყო როგორც ჟურნალისტი, ისე იურისტი,
რომელიც ბენეფიციარებს კონსულტაციებს უწევდა.
"ამ ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში საკუთარ უფლებებზე მცირე
ინფორმაცია გააჩნიათ. მათ არ იცოდნენ იმ სერვისების შესახებაც, რისი
ვალდებულებაც მათ წინაშე სახელმწიფოს აქვს", - აღნიშნა იურისტმა, ქეთი
სვანიძემ.
პრეზენტაციაზე ითქვა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელ
ქალებზეც, რომელთაც გარდა სოციალური პრობლემისა, დამატებით სხვა ტიპის
დილემის გადაჭრაც უწევთ, რასაც სტერეოტიპები და საზოგადოებრივი აზრი
ქვია.
მასალის გამოყენების პირობები