პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, კახა კუკავამ ქუთაისში
პოლიტიკური საბჭოს გასვლითი შეხვედრა გამართა.
მან ადგილობრივი თვითამრთველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა და
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო ბლოკის
შექმნისკენ მოუწოდა.
"თუ გვინდა, რომ მოვიშოროთ ივანიშვილის რეჟიმი, ეს შესაძლებელია
მხოლოდ ერთიანი საარჩევნო ბლოკით. მოვუწოდებთ ე.წ პროდასავლურ და
პრორუს პარტიებს, დროებით გადადონ გვერდით ნატოში ინტეგრაცია და
უბლოკო სტატუსი. 2017 წლის არჩევნებზე მთავარი ლოზუნგი უნდა იყოს
"საქართველო ივანიშვილის გარეშე," – განაცხადა პარტია "თავისუფალი
საქართველოს" ლიდერმა, კახა კუკავამ.
მისი თქმით, ერთიანი პოლიტიკური ბლოკის შექმნის შესახებ შეთავაზება,
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" არ ეხებათ.
მასალის გამოყენების პირობები