ბაღდათის მუნიციპალიტეტში აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე ტყის
აღდგენა და არსებული სანერგეების ეკლიანი მავთულით შემოღობვა
იგეგმება.
პროექტს "2016 წლის ტყის მართვისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები"
დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს.
სანერგეების აღდგენისთვის და ტერიტორიის შემოღობვისთვის უწყებამ
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს 28 000 ლარი ღირებულების ტენდერი
გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აჯამეთის აღკვეთილში არსებული 9
ჰექტარი ფართობი 1 170 მეტრი ღობით შემოისაზღვრება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ბაღდადის
მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ვარციხესა და ობჩაში უნდა
განხორციელოს.
სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 2016 წლის 18 ნოემბერს
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები