იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" პირველი გამოცემიდან 140 წელი
გავიდა.
დაწყებითი კლასებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელო
პირველად 1876 წელს გამოიცა.
1906 წლიდან "დედა ენა" 2 წიგნად გამოიცა.
პირველში მოთავსებულია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში —
საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და
საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის
მეცნიერულ-პოპულარული სტატიები.
იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში, 1912 წლამდე, "დედაენა" 33-ჯერ
გამოიცა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სახელმძღვანელოს სპეციალური
კომისია გამოცემდა.
1876-1925 წლებში "დედა ენა" 45-ჯერ გამოიცა.
"დედაენის" პირველი გამოცემიდან 140 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო
ღონისძიებები ქუთაისში არ გამართულა.
მასალის გამოყენების პირობები