ახალი ამბები
საქმე თაროზე შემოდეს - სულხან ქობულაძე ქუთაისის მაღალჩინოსნებთან მომხდარ ინცინდენტზე
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება არ დასრულებულა. 
შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ტატო კუჭავას განმარტებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით არის აღძრული.

მისივე განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დაიკითხა. თუმცა, კონკრეტულად ვინ, ამას არ აკონრეტებენ.

სულხან ქობულაძის განცხადებით, ის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა ცემა. დაზარალებული, გამოძიების გაჭიანურების მიუხედავად, დათმობას არ აპირებს.

"ჯერჯერობით, მიმდინარეობს გამოძიება - ამ პასუხით იგერიებენ ჩემს შემოტევას. თავის დროზე, ამ ამბავზე კურირება აიღო ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ, რომელმაც  ირაკლი ღარიბაშვილი ნათესავების მეშვეობით მფარველობა გაუკეთა დვალს. თორემ, პრაქტიკულად, ამ ამბიდან ორ-სამ დღეში, გადადგომასაც აპირებდა და ბოდიშის მოხდასაც. იმჟამინდელ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უშიშროებამაც მისწერა, იმხელა სკანდალი ატყდა ამ ამბავზე. ეგონათ, გამაჩუმებდნენ ან მიყიდიდნენ, მაგრამ რომ არ გამოუვიდათ, საქმე თაროზე შემოდეს. ასეთი გამოსავალი ნახეს," - ამბობს სულხან ქობულაძე.

ის ამ საკითხის დასმას ახლადარჩეულ პარლამენტში გეგმავს.

სულხან ქობულაძის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში, მას ფიზიკური შეურაცხყოფა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა, მისმა მოადგილემ, ბექა ყანჩელმა, დვალის მძღოლმა და უცნობმა ადამიანმა მიაყენეს.

იმ დროისთვის ინცინდენტს თავად დავით დვალი არც უარყოფდა და არც ადასტურებდა. ის მხოლოდ განმარტავდა, რომ არ არის ისეთი ადამიანი, ვინმეს უსამართლოდ შეურაცხყოფა მიაყენოს ან დაჩაგროს. თუმცა, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მან საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეიჩერა.

"გამოძიების ინტერესებიდან და ჩემი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, რომ არ დარჩეს ვინმეს განცადა იმისა, რომ ჩემი სტატუსი ბოროტად გამოვიყენო და ვცადო გამოძიების ინტერესებში ჩარევა, მივიღე გადაწყვეტილება და დროებით ვიჩერებ უფლებამოსილებას, სანამ გამოძიება არ დასრულდება," – განაცხადა დავით დვალმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.