ქუთაისის საკრებულოში 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის
განხილვა დაიწყო.
ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს ხუთივე კომისიამ პროექტი 10 დღის
ვადაში უნდა განიხილოს და აღმასრულებელს მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე
დაუბრუნოს.
საკრებულოს დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე
გადაეცათ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში
ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურა იქნება.
ქუთაისის მერიაში კი მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობას, ჯერჯერობით,
არ ასახელებენ.
ახალი ბიუჯეტი ქალაქს წლის ბოლომდე ექნება.
მასალის გამოყენების პირობები