ქუთაისის მერია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობისთვის
ფარდა-ჟალუზების შესაძენად 4 500 ლარიან ტენდერს აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ შესყიდვაში
გამარჯვებულმა კომპანიამ 12 ფანჯრისთვის 4 ცალი ღია ყავისფერის ფარდა
და ასეთივე ფერის ე.წ. ფადა-როლეტი უნდა შეიძინოს. ფარდა-ჟალუზები
უნდა იყოს მექანიკური მართვის სისტემაზე და არ უნდა იყოს
ექსპლოტაციაში ნამყოფი.
გამარჯვებულმა კომპანიამ 60.5 კვადრატულ მეტრ ფართზე ფარდა-ჟალუზების
მონტაჟი მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.
ქუთაისის მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის ავეჯის შესაძენად
16 850 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები