ქუთაისის სპორტის სასახლეში, 2016 წლის 13 ნოემბერს, ხელბურთში IHF
თასის მესამე ადგილისთვის საქართველოს ნაკრები ბრიტანეთს
დაუპირისპირდება.
12 ნოემბერს კი ქვეყნის ეროვნული ნაკრები მოდლოვას შეხვდა და
ანგარიშით 33-24 დამარცხდა, კოსოვოს ნაკრებმა კი ბრიტანეთს - 32-22
მოუგო.
საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ბრინჯაოს მედლებისთვის თამაში
სპორტის სასახლეში 12 საათზე დაიწყება.
14 სააათზე კი ფინალური შეხვედრა შედგება.
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასის საერთაშორისო ტურნირში
საქართველოს, ბრიტანეთის, სომხეთის, ალბანეთის, მოლდოვის, მალტისა და
კოსოვოს ახალგაზრდული ნაკრებები მონაწილეობენ.
IHF თასი, ამ ფორმატით, მეოთხედ იმართება.
მასალის გამოყენების პირობები