ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებით
ჯგუფს უმასპინძლა.
მათ თეატრში სატელევიზიო გადაცემის პრეზენტაცია და გამოფენა
გაიმართეს.
როგორც პრეზენტაციის ორგანიზატორები განმარტავენ, პირველი არხის
ტელეფილმების გაერთიანება აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პროექტების წარდგენას.
მხატვრული და დოკუმენტური სტუდიების შემოქმედებითმა ჯგუფმა ლადო
მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის
"გააგრძელე საქართველოს ისტორია" მეორე სეზონის პრეზენტაცია
გამართა.
პრეზენტაციამდე მოეწყო ვანო ფიცხელაურის მიერ შექმნილი
ფოტონამუშევრების გამოფენა.სადაც პროექტის ფარგლებში ფილმების
გადაღების პროცესი იყო ასახული.
პრეზენტაციაზე, ასევე, აჩვენეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხატვრული
ფილმების სტუდიის პროექტის "დღეები და ღამეების" ფილმი "კადეტი",
რომელიც აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით ალექსანდრე ჯანდიერმა
გადაიღო.
მასალის გამოყენების პირობები