არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებებისა და სწავლების
მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და აქტივისტური ჯგუფები, საქართველოს
პარლამენტს მიმართავენ.
ისინი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსგან შრომის პირობებისა და
უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემის დაუყოვნებლივ შექმნას
ითხოვენ.
"დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვასა და საქართველოს
კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება,
რომელმაც ამ დრომდე არ შექმნა შრომის უფლებების დაცვისა და
მონიტორინგის ეფექტური სისტემა, რამაც უნდა დააზღვიოს დასაქმებულთა
უფლებების დარღვევა სამუშაო ადგილებზე და მოახდინოს ამგვარ
შემთხვეებზე ეფექტური რეაგირება.
დაუყოვნებლი შეიქმნას შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის
ეფექტური სისტემა, რომელსაც ექნება სამუშაო ადგილების სათანადო
ინსპეტირებისა და დარღვევების გამოსწორების ეფექტური ბერკეტები", -
ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზიების მიერ გაკეთებულ ერთობლივ
განცხადებაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ
ზვარეში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების
პროტესტის დასრულების მიუხედავად, დასაქმებულთა მძიმე სამუშაო
პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ
არსებობს, რამდენადაც, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტირების მექანიზმი
კვლავ არაეფექტურია, ხოლო მეორე მხრივ, სს "საქართველოს რკინიგზა"
უარს აცხადებს პასუხისმგებლობა აიღოს რკინიგზის მშენებლობაზე
დასაქმებული მუშების უფლებრივი მდგომარეობის კონტროლზე.
არასმთავრობო ორგანიზაციები შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების
კონტროლის ეფესტური სისტემის შესამუშევებლად, პარლამენტის გარდა,
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსაც
მიმართავენ.
ხარაგაულის სოფელ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის თანამშრომლებმა, რვა
დღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მუშაობა 10 ნოემბერს განაახლეს.
ისინი მძიმე და გაუსაძლის
სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ და დამსაქმებლის მხრიდან შრომითი
პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები