ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში ავარიის შედეგად 10 წლის ბავშვის
შემდეგ მძღოლიც დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის 5 ნოემბრს დილის საათებში
მოხდა.
35 წლის მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, მძიმედ დაშავდა. მას
პირველადი დახმარება ტყიბულის საავადმყოფოში ჩაუტარეს, შემდეგ კი
ქუთაისში, კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც
გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ახლობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების
მიზეზი თავის ქალის მძიმე ტრავმა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით მომხდარზე საქმე სისხლის
სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსლპუატაციის წესების დარღვევით
სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები