ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება თანამშრომელს სააპელაციო სასამართლოში უჩივის
FaceBook
ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია #13-ე ბაღის ფილიალის ახლადაღდგენილ ხელმძღვანელს, მაკა აბულაძეს სააპელაციო სასამართლოში უჩივის.

გაერთიანებამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც აბულაძის სამსახურში აღდგენა დაევალა.

სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 28 ნოემბერს 12 საათზე შედგება.

მაკა აბაულაძესა და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციას შორის სასამართლო დავა 2015 წელს დაიწყო. იმ დროისთვის აბულაძე, ორ კოლეგასთან ერთად, სამსახურიდან გათავისუფლდა.

გაერთიანების დირექტორმა, ნანა ლორთქიფანიძემ ისინი იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ სამუშაო საათებში, ბაღების თანამშრომლების მიერ გამართული, ერთდღიანი გაფიცვის შესახებ ადმინისტრაციას არ შეატყობინეს.

"გავათავისუფლეთ მათზე დაკისრებული შრომითი უფლებების შეუსრულობელობის გამო", - ამბობს გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე.

მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველი რობიზონ ხურცილავა განმარტავს, რომ გაერთიანება თანამშრომლებს უმიზეზოდ ათავისუფლებს, რაც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც აისახა. უფლებადამცველის თქმით, ამით გაერთიანების რეპუტაცია ილახება.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების სასამართლო პროცესების ქრონიკა ნახეთ აქ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.