აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა ფშაველას დაბადებიდან
155 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა.
შეხვედრა სასწავლო დაწესებულების ფილოლოგიის დეპარტამენტის
ორგანიზებით მიმდინარეობს.
კონფერენციაზე უნივერსიტეტის სტუდენტები მოხსენებებს
წარმოადგენენ.
"ველოდებით ძალიან საინტერესო ნაშრომებს, როგორც ვაჟას ფშაველას მიერ
შექმნილ ნაწარმოებებზე, ასევე, სხვა მწერლებისა თუ პოეტების მიერ
შექმნილ ჩანაწერებს ვაჟა შესახებ. მსაგვსი კონფერენციები დაეხმარებათ
სტუდენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ძლიერ სპეციალისტებად
ჩამოყალიბდნენ," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებულმა პროფესორმა, გია ხოფერიამ.
ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 155 წლისადმი მიღძვნილი სტუდენტური
კონფერენცია ერთდღიანია და მასში 20 მომხსენებელი მიიღებს
მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები