ქუთასის მერის განცხადებით, პარლამენტის გვერდით მდებარე, მთავრობის
სახლის შენობას ხელისუფლება ფუნქციას მოუძებნის ან გაყიდის.
"ჯერ ერთი, რომ თვითონ შენობაა საკმაოდ ძვირადღირებული და მისი
ექსპლოატაცია მნიშვნელოვნად გაზრდიდა ადმინისტრაციულ ხარჯებს. 100
ათასობით ლარია საჭირო, რომ ელემენტარული გათბობა–გაგრილების სისტემამ
იმუშაოს. მეორეც, არც გვაქვს იმის საჭიროება, რომ რომელიმე შენობა
სხვაგან გადავიდეს. ჩვენ არა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება
მოუძებნის მას ფუნქციას ან გაყიდის,"–განაცხადა ქალაქის მერმა.
რაც შეეხება პარლამენტს, მურღულიას თქმით, შენობა უფუნქციოდ ვერ
დარჩება, ვინაიდან პარლამენტის გადატანის საკითხი დღის წესრიგში არ
დგას.
"არ უნდა დადგეს დღის წესრიგში ეს საკითხი. მეორე არჩევნებია ამას
ვამბობ და ასეც არის,"– ამბობს მურღულია.
მთავრობის სახლი ქუთაისში 2011 წელს აშენდა. მისი მშენებლობა
სახელმწიფოს 80 მილიონი ლარი დაუჯდა.
გასულ წელს შენობის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანაზე იყო
საუბარი, თუმცა, ის არ გაიყიდა.
რაც შეეხება პარლამენტს, მის მშენებლობას 360 მილიონი ლარი დასჭირდა.
ქუთაისში პარლამენტი 2012 წლის 26 მაისს გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები