ქუთაისში, 8 ნოემბერს გვიან ღამით იუსტიციის სახლთან, ავტომანქანაში
ცეცხლის გაჩენის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა
ააღძრული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების
დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვა ჯანმრთელობის დაზიანება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხივე პირი ქუთაისის
ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები