ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად
მიმიდინარე წლის 15 ნოემბრამდე უნდა გადაეცეს.
მას შემდეგ, რაც დეპუტატები ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის
პროექტს საკრებულოს კომისიების სხდომებზე განიხილავენ, შენიშვნების
არსებობის შემთხვევაში, შესწორებებითა და რეკომენდაციებით პროექტი
კვლავ აღმასრულებელს უნდა დაუბრუნდეს.
ბიუჯეტის პროექტის კომისიებში განხილვა პროცედურულად 25 ნოემბრამდე
უნდა დასრულდეს.
ქუთაისის ვიცე–მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი
გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.
"წინა წელს 30 მილიონი დამტკიცდა. ზუსტ ციფრს ამჯერად ვერ გეტყვით,
მაგრამ გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე 2016–ში", – აცხადებს კოტე
ქავთარაძე.
მისივე თქმით, ბიუჯეტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ან
დეკემბრის დასაწყისში დამტკიცდება.
მასალის გამოყენების პირობები