ქუთაისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია
"Lions Club
Kutaisi"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობასა და კლუბს შორის
სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენს.
ადგილობრივი ხელისუფლება, კლუბს შესაძლებლობის ფარგლებში სხვადასხვა
პროექტის განხორციელებაში მატერიალური და ადამიანური რესურსით
დაეხმარება.
“Lions Club
International" ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს. მათი
მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა.
კლუბი პროექტებს ასევე ახორციელებს ჯანდაცვის,
განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით.
შეხვედრას “Lions
Club" –ის საერთაშორისო დირექტორი იორნ ანდერსენი
ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები