აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარტუს უნივერსიტეტის
დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს.
მათ სასწავლებლის სტუდენტებს
გაცვლითი პროგრამების უპირატესობები გააცნეს.
"ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობის შესაძლებლობა, სტუდენტებს შეუძლიათ
გამოიყენონ გაცვლითი პროგრამების შანსი და ჩვენს უნივერსიტეტში
გავუზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც გაგვაჩნია," – განაცხადა ტარტუს
უნივერსიტეტის რექტორმა, ვოლი კალლმა.
ესტონური დელეგაციის ვიზიტს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი
მნიშვნელოვანს უწოდებს.
"ჩვენ გვაქვს სამომავლო თანამშრომლობის კარგი შანსი"– განაცხადა
გიორგი ღავთაძემ.
წერეთლის უნივერსიტეტში, ასევე,
ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ კანშუკონმა, ქუთაისელ
სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე, "მოგების გადასახადის
გადანაწილების სისტემის მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური
შედეგები ესტონეთის მაგალითზე", ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები