ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს დაასრულებს.
კომისიამ უკვე განიხილა 27 საჩივარი, რომელთა დიდი ნაწილი პროცედურული
ხასიათის იყო.
"საჩივრები, ძირითადად, ეხებოდა კენჭისყრის დროს პროცედურულ
დარღვევებს. კომისიამ იმსჯელა და საარჩევნო უბნების რამდენიმე
თავმჯდომარესა და მდივანს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა.
დარღვევებისთვის შენიშვნა გამოუცხადეს კომისიის წევრებს. ორი საჩივარი
კი არ დაკმაყოფილდა",–აცხადებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.
კომისია მიმდინარე წლის 2 ნოემბერს კიდევ 2 საჩივრის განსახილველად
18:00 საათზე შეიკრიბება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე
ტურში უბნებზე დაწერილი საჩივრების განხილვას დაასრულებს.
საოლქოში სულ 29 საჩივარია შესული.
მასალის გამოყენების პირობები