"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,
დიმიტრი მხეიძე არჩევნების შედეგებით კმაყოფილია.
მისი თქმით, მან ის შედეგი მიიღო, რასაც ელოდა.
"მე მივიღე ყველაზე მაღალი პროცენტი, ამბიციური ვარ და ველოდი ამ
შედეგს," - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ ჟურნალსიტებთან შეხვედრაზე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იგი არ აკონკრეტებს რა ინიციატივების
გატანას აპირებს პარლამენტში, თუმცა ამბობს, რომ მისი მუშაობის
მთავარი მიმართულება სამედიცინო სფერო იქნება.
"გამომდინარე იქედან, რომ ვარ ექიმი, მიმაჩნია, ამ მიმართულებით უნდა
ვიმუშაო. მაქვს ჩემი ხედვები, მაგრამ ჯერჯერობით არ დავკონკრეტდები.
გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია, სოციალური
დახმარების დანიშვნის გამარტივება. უნდა დავასრულოთ ეს მათემატიკა და
კომპიუტერული სისტემები. ადამიანურად უნდა მივუდგეთ საკითხებს," -
აცახდებს დიმიტრი მხეიძე.
მან ქუთაისის #48-ე ოლქში ამომრჩეველთა ხმების 75,28 % მიიღო.
ქუთაისის დანარჩენ ორ ოქშიც "ქართული ოცნების" კანდიდატებმა
გაიმარჯვეს.
მასალის გამოყენების პირობები