ზესტაფონის სამაჟორიტარო ოლქში #4 საარჩევნო უბნის შესასვლელთან
მდგომი პირები უბანში შესულ ამომრჩეველს აკონტროლებენ.
ეკითხებიან სახელს და გვარს და მონაცემებს ფურცლებზე აღრიცხავენ.
ისინი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობენ, რომ კოორდინატორები არიან,
თუმცა არ აკონკრეტებენ რომელი პარტიიდან.
"კოორდინატორი ვარ და ვამოწმებ ჩემი უბნიდან რამდენი ამომრჩეველი მოვა
ხმის მისაცემად", -აღნიშნავს ერთ-ერთი პირი, რომელმაც ვინაობის
დასახელება არ ისურვა.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის
გიორგი სანტურიანის განმარტებით, კანონი არ კრძალავს მსგავს
ქმედებას.
"სამწუხაროდ, კანონი არ კრძალავს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაციას,
ამიტომ კოორდინატორების ქმედებაზე რეგულაცია არ მოქმედებს, თუმცა ეს
არაპირდაპირ გავლენას ახდენს ამომრჩეველზე", - აღნიშნა გიორგი
სანტურიანმა.
მასალის გამოყენების პირობები