ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 5
საათიან მონაცემებს ავრცელებენ.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ
დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 42 423 ამომრჩეველმა მიიღო, რაც
საერთო რაოდენობის 26,23% შეადგენს.
#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ
ამომრჩეველთა აქტოვობა ჯერ კიდევ დაბალია.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 17 საათისთვის
მონაწილეობა 55 117–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის
34,08% შეადგენდა.
ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 12
საჩივარი შევიდა. მისივე განმარტებით, 10 მათგანი საკონტროლო ფურცლის
შევსებას შეეხება, 1 საჩივარი დაწერილია ორგანიზაციის დამკვირვებლის
მხრიდან კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლის თაობაზე, ხოლო 2 გადასატან
ყუთზე.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კონკრეტული
უბნების დასახელებისგან, სადაც დარღვევები მოხდა, თავს იკავებს.
"ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება, დეტალურ ინფორმაციას ვერ გავაჟღერებ,"
– აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო
უბანია.
ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ
შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობა 2 478 042 შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები