ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ 1 ობჩის №14 საარჩევნო უბანზე
ამომრჩევლების მიკროავტობუსებით გადაყვანის ფაქტი დაფიქსირდა.
თვითმხილველების თქმით, ისინი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები
არიან.
მიკროავტობუსების მძღოლების განმარტებით, მათ ამომრჩევლები საკუთარი
ხარჯებით გადაჰყავთ.
სოფელ 1 ობჩის №14 საარჩევნო უბანზე სულ 979 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
12 საათის მონაცემებით, ამ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 142–მა
პირმა გაიარა.
ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261
შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი
შედის.
რეზი ბურჯანაძე
მასალის გამოყენების პირობები