ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 12
საათიან მონაცემებს ავრცელებენ.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ
დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 18 598 ამომრჩეველმა მიიღო, რაც
საერთო რაოდენობის 11,5 % შეადგენს.
#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ
ამომრჩეველთა აქტოვობა ჯერ კიდევ დაბალია.
"ველოდებით გააქტიურებას. დღეს კვირა დღეა, ხალხი ისვენებს. საღამოს
ველოდებით აქტიურობის ზრდას,"– განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 27 943-მა
ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 17,28 % შეადგენდა.
ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში
მეორე საჩივარი შევიდა.
"#80 უბანზე საკონტროლო ფურცელს კომისიის სამმა წევრმა ხელი არ
მოაწერა. ეტყობა დაავიწყდათ," – ამბობს #59 საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე.
ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო
უბანია.
ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ
შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობა 2 478 042 შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები