ქუთაისის #90 საარჩევნო უბანზე, სადაც 2016 წლის 8 ოქტომბრის
არჩევნების ღამეს ინცინდენტი მოხდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა.
12 საათის მონაცემებით, უბანზე საკუთარი არჩევანი 203 ამომრჩეველმა
გააკეთა.
კომისიის თავმჯდომარის, ვალოდია გელხვიიძის თქმით, დარღვევები არ
დაფიქსირებულა.
#90 საარჩევნო უბანზე სულ 1 230 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
2016 წლის 8 ოქტომბერს #90-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს,
სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ, რა
დროსაც ტელეკომპანია GDS-ისა და "იბერიის" ტელეკამერები დაზიანდა.
საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს
მომხდართან დაკავშირებით, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მედიის
წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს, სადაც ჟურნალისტებზე
ზეწოლის ფაქტები გააპროტესტეს.
მედიის წარმომადგენლებმა #90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინცინდენტის
დროული გამოძიება მოითხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები